
2005 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის #927 ბრძანებულებით, დაფუძნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
2009 წლის 30 იანვარის საქართველოს მთავრობის #8 დადგენილებით, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, გადავიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:
-
სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
-
სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
-
სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ტესტირება;
-
ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და კოორდინირება;
-
ტრენერთა პერიოდული გადამზადება როგორც მოწვეული სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში;
-
მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შემუშავება და გამოცემა;
-
სამინისტროს სამოქმედო სფეროსათვის შექმნილი უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;
-
სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის განახლება და ფუნქციონირება;
-
სამინიტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინიტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებეთან, სამინიტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა მათადმი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით.
-
ურთიერთობა და თანამშრომლობა უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
-
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობა და ემსახურება სასწავლო ცენტრის მიზნების მიღწევას.
|