|
გამოიცა პრობაციის საერთაშორისო სტანდარტების კრებული |

წიგნად გამოიცა პრობაციის საერთაშორისო სტანდარტების კრებული. სახელმძღვანელოში შესულია არასაპატიმრო ღონისძიებათა გამოყენების გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები (ტოკიოს წესები), ევროპული კონვენცია პირობით მსჯავრდებულ ან პირობით გათავისუფლებულ სამართალდამრღვევთა ზედამხედველობის შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები და რეზოლუციები. კრებულის 100-მდე ეგზემპლიარი საჩუქრად გადაეცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკას. სასწავლო ცენტრის დირექტორის ნატო გუგავას განცხადებით, კრებულის გამოცემა მეტად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ სამართლებრივ სივრცეში ევროპული სტანადრტების პოპულარიზაციის თვალსაზრისით და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარება სასჯელის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომლებს სწორად განსაზღვრონ სახელმწიფოს, საზოგადოების, ოჯახის როლი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში. წიგნის გამოცემა მომზადდა და დაიბეჭდა ავსტრიული კომპანია "Human Dynamics" -ის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”.
10 აგვისტო 2010
|
|
|
სამუშაო ჯგუფმა ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო |
|
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელიც სისხლის სამართლის რეფორმის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებით სასწავლო პროგრამებს შეიმუშავებენ. სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ს წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები. სამუშაო ჯგუფები პერიოდულად კვირაში ორჯერ შეიკრიბებიან და სავარაუდოდ საქმიანობას აგვისტოს ბოლოს დაასრულებენ.
9 აგვისტო 2010
|
|
ტრენინგი ინტერვიუირებასა და კომუნიკაციის უნარის განვითარების საკითხებზე დასრულდა |
|
სასწავლო ცენტრში, ინტერვიუირებასა და კომუნიკაციის უნარის განვითარების საკითხებზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი დასრულდა. მონაწილეები გაეცნენ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის თავისებურებებს, კონფლიქტური სიტუაციის პრევენციისა და დეესკალაციის ტაქტიკურ საშუალებებს, პირობით მსჯავრდებულებთან ურთიერთობისას დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და ინტერვიუირების წარმართვის ფორმებს. სასწავლო პროცესში მონაწილეობას იღებდა საჯარო კონკურსის წესით შერჩეული პრობაციის ეროვნული სააგენტოს 15 ოფიცერი და 9 სოციალური მუშაკი. ტრენინგის ბოლოს სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნატო გუგავამ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი თვაურმა და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია ჩოჩუამ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში, ავსტრიულმა კომპანიამ "Human Dynamics" -მა განახორციელა.
5 აგვისტო 2010
|
|
ტრენინგი ინტერვიუირებასა და კომუნიკაციის განვითარების საკითხებზე |
|
დღეს, სასწავლო ცენტრში, ინტერვიუირებასა და კომუნიკაციის უნარის განვითარების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი დაიწყო. სასწავლო პროცესში მონაწილეობას საჯარო კონკურსის წესით შერჩეული პრობაციის ეროვნული სააგენტოს 15 ოფიცერი და 9 სოციალური მუშაკი იღებს, რომელთაც წარმატებით გაირეს პრობაციის ოფიცერთა ძირითადი სასწავლო პროგრამა. სასწავლო პროცესს უძღვებიან მოწვეული ფსიქოლოგები ნინო ნიშნიანიძე და მარიკა ფანჯიკიძე. მონაწილეები გაეცნობიინ ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციის თავისებურებებს, კონფლიქტური სიტუაციის პრევენციისა და დეესკალაციის ტაქტიკურ საშუალებებს, ინტერვიურიების ეფექტურად წარმართვის ფორმებსა და კითხვების ტიპებს, რაც მათ პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარება. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, ავსტრიულმა კომპანია "Human Dynamics" -ის მხარდაჭერით ხორციელდება.
4 აგვისტო 2010
|
|
პრობაციის ერუვნული სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი დასრულდა |
|
სასწავლო ცენტრში დასრულდა საჯარო კონკურსის წესით შერჩეული პრობაციის ეროვნული სააგენტოს 15 ოფიცრისა და 9 სოციალური მუშაკის ტრენინგი, რომელიც 42 საათიანი ძირითადი სასწავლო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა. მონაწილეთა შეფასება განხორცილედა სამკომპონენტიანი სისტემით და მოიცავდა: დასწრების, შუალედური გამოკითხვის და ტესტირების შეფასებას. სასწავლო ცენტრის სერტიფიკატი გადაეცათ ტრენინგის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამივე კომპონენტში 100 ქულიდან ჯამურად მოაგროვეს 65 ქულა. სასწავლო პროცესი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, ავსტრიულმა კომპანიის "Human Dynamics"- მხარდაჭერით განხორციელდა.
3 აგვისტო 2010
|
|
|
|
|
გვერდი 1 of 14 |